შპს “მშენ-ელექტრო-სერვისი
შპს “მშენ-ელექტრო-სერვისი” ჩამოყალიბდა 2005 წლის აპრილში. ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან სარემონტო-სამშენებლო პროექტებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე ჩვენი მიზანია ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული მაღალხარისხიანი და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში.
2008 წლიდან ჩვენ ვართ უკრაინული ფირმა "ალაი"-ს ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში, რაც გვაძლევს უფლებას შემოგთავაზოთ უახლესი საიმედო ტექნოლოგიები სახანძრო დაცვის სფეროში ყველაზე დაბალ ფასებში!
ფირმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა:
• მშენებლობა
• ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები;
• ელექტრო საქონლისა და აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია;
• კონსულტაცია და რეკომენდაციები ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით;
• სატელეფონო და კომპიუტერული ქსელების (სუსტი დენები) მონტაჟი;
• დაცვითი სიგნალიზაციის სისტემების იმპორტი და რეალიზაცია;
• დაცვითი და სახანძრო სისტემების მონტაჟი;
• სადრენაჟო და სხვა სახის ცხაურების იმპორტი და რეალიზაცია.
ჩვენ ფირმაში მუშაობენ მაღალი კლასის კვალიფიცირებული სპეციალისტები რომლებიც მუდამ არიან თანამედროვე ელექტროტექნიკური მიღწევების საქმის კურსში და სისტემატიურად ეცნობიან მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ახალ პროდუქციას.
ყველა ჩვენი პროექტი მომხმარებლის მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე არის ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
|